|
2023-07-10 19:32:02, 1045 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - საოცრება უნდა მოხდეს, რომ უკრაინას მიჰყვეს საქართველო
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა. "ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ როგორც კი უკრაინაში ომის აქტიური ფაზა მორჩება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მორჩება უკრაინის გამარჯვებით ან დამანგრეველი სრულად რუსეთისთვის, ან შედარებით უფრო ნაკლებად, მაგრამ უკრაინის გამარჯვებით, უკრაინა გახდება ნატოს წევრი. ეს არის ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ტრაგიკული ამბავია, რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელსაც არათუ არაფერი გაუკეთებია, რომ საქართველო ამავე კონტექსტში ყოფილიყო და ეს ნაბიჯი გადაგვედგა, არამედ პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა და საოცრება უნდა მოხდეს, რომ ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლოს, რომ უკრაინას უბრალოდ მიჰყვეს საქართველო:.- ამბობს გიგა ბოკერია. მისივე თქმით, საბოლოო შედეგი და ქვეყნის დაცულობა, ნატოს წევრობა, ამ რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის გამოცვლის გარეშე არის შეუძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)