|
2023-07-10 17:38:49, 1174 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "Эхо Кавказа" ავრცელებს. შეთანხმების მიხედვით, ერთი მხარის მოქალაქეებს აქვთ უფლება, მიიღონ მეორის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. ასევე, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ პირები, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეობა ჰქონდათ და დღემდე შეინარჩუნეს. გარდა ამისა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო დახმარების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მუდმივად ცხოვრობენ. იგივე პრინციპი მოქმედებს გაწვევაზეც. შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ხელი 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიმდინარე წლის 29 ივნისს მიიღო და ფედერაციის საბჭომ 5 ივლისს დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)