14:47 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 09:46:47, 1051 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თურქული მედიის ცნობით, საუბრისას ორი ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინის პოზიცია ნატოში, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება და თურქეთის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ვილნიუსში პირისპირ შეხვედრისას თურქეთ-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებენ.

თურქეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ შვედეთმა სწორი მიმართულებით გადადგა გარკვეული ნაბიჯები ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, მაგრამ კონკრეტული ტერორისტული ორგანიზაციების მომხრეები თავისუფლად განაგრძობენ ტერორიზმის მხარდამჭერი დემონსტრაციების ჩატარებას, რაც ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს უსაფუძვლოს ხდის.

ერდოღანის თქმითვე, თურქეთი პრინციპული და ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში და ქვეყანას სურს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირის წამყვან ქვეყნებსა და ხელმძღვანელობას თურქეთის გაწევრიანებაზე მკაფიო გზავნილები ჰქონდეთ.

ცნობისთვის, ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics