|
2023-07-08 12:05:43, 983 ნახვა
პოლიტიკა
თეთრი სახლი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს
თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს,- აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ნატოს „ურყევ პარტნიორად“ რჩება. „ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატოს გაძლიერებით. [ამერიკის] ლიდერობით ნატო ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა",- აღნიშნულია კომენტარში. ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ "ამერიკის ხმისთვის" გაკეთებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)