17:24 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 10:00:05, 964 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბისვილი ოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

"საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ "პრაიდის ფესტივალის" უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

"პრაიდის ფესტივალს", პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში", წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალი გაიმართება.

თბილისი პრაიდის განცხადებით, ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics