|
2023-07-07 16:34:53, 723 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი - გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას გარემოს დაცვის გაძლიერებაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქ. ბუდაპეშტში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ მინისტრს შტეფი ლემკეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და შეუქცევადი პროცესია. „გერმანია, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, მუდმივად მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას გარემოს დაცვის მიმართულებების გაძლიერებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვის პოლიტიკაზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რაც დაცული ტერიტორიების განვითარების, სატყეო მეურნეობის, ნარჩენების მართვის და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვის კუთხით უკვე არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)