|
2023-07-06 16:24:05, 929 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია საგარეჯოზე - როცა ხელისუფლების დაორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ
როცა ხელისუფლების დაორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები ასე ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია საგარეჯოში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ენმ-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბოკერიას განცხადებით, "ივანიშვილის რეჟიმი არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას, არამედ საზოგადოების მშვიდობას უპირისპირდება". „ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს უთხრის ძირს იმიტომ, რომ როცა ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული მსგავსი ქმედებები ხდება ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა“,- აცხადებს გიგა ბოკერია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)