02:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 13:02:30, 1544 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში სალამურზე დაკვრის უბადლო ოსტატის, ვირტუოზი შემსრულებლის, საქართველოს სახალხო არტისტის ომარ კელაპტრიშვილის 80 წლის იუბილის აღსანიშავი ღონისძიება გაიმართა.

კასპის მერიის ცნობით, ღონისძიება მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო, რომელიც კასპის ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოურავმა“ სიმღერით „გარეკახური“ გახსნა. 

"ღონისძიებაზე შეკრებილებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელმაც ყურადღება ომარის შემოქმედებასა და ხალხური საკრავების აღორძინებისა და პოპულარიზაციის საქმეში გაწეულ ღვაწლზე გაამახვილა.

ომარ კელაპტრიშვილი სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ დაარსებიდან მისი ღირსეული წევრი, უცვლელი სოლისტი და ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მან ჩამოაყალიბა ანსამბლი „იავნანა“, შემდეგში მის პატივსაცემად „კელაპტარი“ ეწოდა. ხელოვანს დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში. მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სალამურმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა.

საღამოზე, წიგნის „ქართული სალამურით დაპყრობილი მსოფლიო“ პრეზენტაცია მისმა მეუღლემ ციმი კელაპტრიშვილმა წარმოადგინა. ნაშრომი ხელოვანის ცხოვრებას, შემოქმედებასა და მოღვაწეობას ასახავს.

საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს ანსამბლებმა „ურმული“, „კელაპტარი“ და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.

საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics