|
2023-07-05 09:27:25, 1477 ნახვა
მსოფლიო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, „ვაგნერი“ კი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრი, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილე ევგენია კრავჩუკი ავრცელებს. კრავჩუკის თქმით, ტერორიზმი ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. "დღეს, ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობა დასრულდა საბოლოო დეკლარაციის მიღებით, რომელშიც, ნათქვამია, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. „ვაგნერ ჯგუფი“ რუსეთის მთავრობის სახელით შეიძლება სამართლიანად დავახასიათოთ, როგორც ტერორისტი",- განაცხადა კრავჩუკმა. მისი ინფორმაციით, დეკლარაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გამკაცრდეს საერთაშორისო ნორმები, რომელიც ნათლად აღიარებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის ფედერაციის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. "პირველად ასეთი ფორმულირება არის დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში! სხვათაშორის, აშშ-ის კანონმდებლობაში, რომელიც ასევე არის ეუთოს წევრი, ცნობილია მსგავსი ტერმინი "ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო". იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება გახდება კატალიზატორი აგრესორი სახელმწიფოს ტერორიზმის სპონსორად აღიარებისთვის არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში",- დასძინა კრავჩუკმა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)