|
2023-07-04 23:26:09, 893 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს საკუთარი გარემოცვა აწამებს. "ისინი შიმშილს უწოდებდნენ გმირობას და პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ არ გაებედა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. როგორ შეიძლება შენ დაინტერესებული იყო ადამიანის კარგი ჯანმრთელობით და მას შიმშილობას აიძულებდე. რაც შეეხება წამებას - ეს წამება კი არა თვითწამებაა. ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ მას ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკურო გარემოცვა", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა პოლონელი ექიმების მიერ სააკაშვილის მონახულების საკითხიც განმარტა. მისი განცხადებით, სააკაშვილის ოჯახმა მკურნალობის პროცესში უცხოელი მედიკოსების ჩართვის შეთავაზებიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი თხოვნით: "როდესაც ადამიანი არის ცუდად და მას უნდა რომ მასთან რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ ექიმები, მან და მისმა გარემოცვამ 4 თვის შემდგომ არ უნდა გამოაგზავნოს არასრულფასოვანი წერილი მაშინ, როდესაც მშვენივრად იცის რომ ასე ვერ შევა. სრულიად უსამართლო არის ბრალდება, თითქოსდა პოლონელ ექიმებს არ უშვებენ. ამით სურთ აჟიოტაჟის გამოწვევა და ის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მუდმივად იყოს გაჟღერებული და იყოს აქტუალური",- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)