|
2023-07-04 15:17:28, 677 ნახვა
პოლიტიკა
სანდუ - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობა
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უზრუნველყოს სააკაშვილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ,- აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე წერს. სანდუს თქმით, შეწუხებულია სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი კადრებით. "ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი კადრებით, რამაც გამოავლინა ჯანმრთელობის მძიმე გაუარესება ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტი მიანიჭოს მის კარგად ყოფნას და სასწრაფოდ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ",- წერს სანდუ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი გაიმართა. სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)