21:46 - 26 Jul, 2026
|
2023-07-03 16:52:47, 1410 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კანონის პირვანდელ ვერსიას მხარი 78 ხმით დაუჭირეს. შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)