|
2023-07-03 15:43:05, 730 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი პაპუაშვილს - თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ [ვიდეო]
მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდიში უნდა მოიხადოს ასევე ევროპარლამენტარების, მიხეილ სააკაშვილი ოჯახისა და უკრაინის სახელმწიფოს წინაშე. "თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვენ ჩემ გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული",- განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმი ერთვება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)