|
2023-07-02 22:02:59, 949 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, სამუშაო ვიზიტით ჩავიდა ჩრდილოეთ კვიპროსში. არძინბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "აფხაზეთი შეისწავლის ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს". მინისტრმა ილაპარაკა ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკის ზრდის ტენდენციაზე, სახელმწიფოს არაღიარების და საერთაშორისო სანქციების პირობებში. არძინბას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის სენატორი, ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა ტურიზმის და პერსპექტივების კუთხით გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება" - წერს საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი". ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ის კუნძულ კვიპროსის მესამედს იკავებს და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. ჩრდილოეთ კვიპროსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თურქეთისგან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)