|
2023-07-01 18:37:55, 1148 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსეთთან რაღაც გაუგებარ დათმობის პოლიტიკას ვიწყებთ, რაც არ მესმის
რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება რუსეთთან არა სტრატეგიულ მოთმინებას, არამედ დათმობის პოლიტიკას ატარებს, რაც მისთვის გაუგებარია. "რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს. იმიტომ, რომ გადაგაგდებს...მთავარი ის არის, რომ რუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არ არის სწორი, რომ მას აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობ. რუსეთი არის იმპერიალისტური ძალა თავისი არსით და როგორც კი ეს კედელი, ვთქვათ, ირღვევა და გრძნობს, რომ შეუძლია შენზე წამოიწიოს, წამოიწევა და წამოიწევა. არა მაინც და მაინც სამხედრო კუთხით, მაგრამ რაღაც თავისი ფორმებით. ამიტომ, მუდამ საჭირო არის, რომ ჩვენ ჩვენ ადგილას ვიდგეთ, რაც საქართველომ შეძლო მთელ ამ ბოლო პერიოდში, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დასაწყისში და უცებ ვიწყებთ რაღაცა გაუგებარ დათმობის პოლიტიკას. მე ამას არ დავარქმევდი სტრატეგიულ მოთმინებას. მოთმინება მესმის. არაკონფრონტაცია მესმის. სიფრთხილე მესმის. დათმობა არ მესმის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)