23:09 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-01 12:36:22, 935 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - ევროკავშირიდან ვარ და ვისურვებდი, საქართველო იქ მენახა

იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე, როცა ევროკომისია ამას შეაფასებს, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნების სავსე და ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ბლოკია, რომელთან დაახლოებითაც საქართველო მომგებიან მდგომარეობაში იქნება.

„ევროკავშირიდან ვარ და ვისურვებდი, საქართველო იქ მენახა. ეს უკეთესობისკენ არის. ვფიქრობ, წევრობისკენ გზაც ძალიან გონივრულია, რადგან ევროკავშირი სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნებით სავსე და ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ბლოკია. ასე რომ, ერთმანეთთან დაახლოება მხოლოდ მომგებიანი მდგომარეობაა საქართველოსთვის, მხოლოდ გზაც კი ძალიან სასარგებლოა“, - აღნიშნა გრეგოროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics