|
2023-06-30 23:54:04, 1016 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ მოქალაქეები, ბედნიერების ინდექსში საერთოდ როგორ ვართ
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები, რაც ამ ტელევიზიებიდან ზიზღი იღვრება, საერთოდ როგორ ვართ ბედნიერების ინდექსში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციურად განწყობილი მედიები დეზინფორმაცით, ცილისწამებითა და საინფორმაციო ძალადობით არის დაკავებული. ''...აქ ბედნიერების ინდექსი მოგვიყვანა ერთ-ერთმა კოლეგა, მემგონი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ბედნიერებაზე. ეხლა ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები და ამას რომ უყურებს ყოველდღე ხალხი, რაც ამ ტელევიზიებიდან დეზინფორმაცია, ზიზღის კამპანია მოედინება, საერთოდ ბედნიერების ინდექსში რომ ვართ საქართველო, ეგეც კი გასაკვირია, სიმართლე რომ გითხრათ. ისეთი ნიაღვარი მოედინება დეზინფორმაციის და ცილისწამების. ყოველღიურად ნეგატივი, ყველა საინფორმაციო გამოშვება იხსნება ნეგატივით, უბედურებით, ადამიანების ემოციებზე მანიპულაციით და აი საინფორმაციო ძალადობით ხართ დაკავებული. რა ბედნიერებაზე გვესაუბრებით. საერთოდ რომ ვართ იმ ბედნიერების ინდექსში, ეგეც გასაკვირია სიმართლე რომ გითხრათ'', - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)