|
2023-06-30 11:13:59, 781 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "შეაწუხე ირაკლი" - ამ სლოგანით მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შეასასვლელთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქციაზე ადგილი ჰქონდა ინციდენტსაც - "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ადგილზე მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, ნანუკა ქაჯაიამ "ფორმულას" უთხრა, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა არა მარტო სამოქალაქო აქტივისტებს, არამედ მასაც მიაყენა. რაც შეეხება თავად მგალობლიშვილს, "ქართული ოცნების" დეპუტატი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი გინების ადრესატი არა ჟურნალისტი, არამედ იქ მყოფი სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ შეზღუდვის მიზანი დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვაა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)