|
2023-06-29 16:46:40, 1068 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - რეფორმების წარმატებით გატარების შემთხვევაში, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო პოზიტიურ გადაწყვეტილებას იმსახურებენ
იმედი მაქვს, რომ აღმოსავლეთის ფლანგის ყველა ქვეყანა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თუ საჭირო რეფორმების გატარების პროცესი წარმატებული იქნება, მაშინ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო იმსახურებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, უკრაინას რეფორმების შესრულების კუთხით დიდი პროგრესი აქვს, აქედან გამომდინარე, ის იმედს იტოვებს, რომ დეკემბერი უკრაინასთან მომავალ წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ყველაზე შესაფერისი დრო იქნება. „მე ასეთ დროს სულ მახსენდება ჩვენი გზა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ალბათ, დასაწყისში ქვეყანაში განსხვავებული სიტუაცია იყო და ვგულისხმობ ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ევროპულთან შეთავსებას, მაგრამ ჩვენ შევძელით, ლიეტუვა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან ერთად. უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფა და ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში შევძლებთ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის. უკრაინას აქვს პროგრესი რეფორმების შესრულების გზაზე და ზელენსკიმ ბევრი რამ მითხრა წარმატებულ პროცესზე ანტიკორუფციულ მექანიზმებზე. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ რეკომენდაციებს ოქტომბერში და ამის შემდეგ ჩვენს პოზიტიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს დეკემბერი ყველაზე შესაფერისი დრო იქნება უკრაინასთან მომავალ წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად“, - განაცხადა ნაუსედამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)