00:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 14:53:43, 880 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - არაფერი ახალი არ არის რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება

არაფერი ახალი არ არის არც რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მთავრობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„არაფერი ახალი არ არის არც რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არ არის არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება. ეს არის მოცემულობა, ყველაფერი დანარჩენი კონსპირაციაა. როგორი კონსპირაციაც, ტყუილიც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, როგორი კონსპირაცია, ტყუილიც იყო სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაციებია ეს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკით და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს 29 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ყველაფერს აკეთებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics