|
2023-06-29 14:36:15, 1041 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ორ ბოდიშს ვითხოვთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ
ველით ბოდიშს, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ბოდიშს ითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების საკითხთან დაკავშირებით "გავრცელებულ დეზინფორმაციებზე". "სამწუხაროდ, ამხელა მასშტაბის დეზინფორმაციული კამპანია იყო საქართველოს წინააღმდეგ, რომ ევროპარლამენტსაც კი მიაღებინეს ორი რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ეწერა ტყუილი და ეს დადასტურდა გუშინ. კიდევ ერთხელ, ერთი ვთქვით რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ველით ბოდიშს, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა რომ თითქოს აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჯერჯერობით სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხით დაემატა. ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე - ბოდიშს მოველით ასევე, რომ სანქციებთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციების გავრცელება",- განაცხადა პაპუაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)