|
2023-06-28 14:48:23, 784 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ეს არის მორიგი „პრიგოჟინისტული“ განცხადება სააკაშვილის მხრიდან
სააკაშვილის განცხადება იყო ცარიელი სპეკულაცია. როცა საუბარია „კავკასიურ გაერთიანებაზე“, მათ შორის, ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომლებიც დღეს არიან ფედერაციული სუბიექტები. ანუ, საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოეხერხებინა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები. „ესეც არის რა თქმა უნდა მორიგი პროვოკაციული, „პრიგოჟინისტული“ განცხადება სააკაშვილის მხრიდან და აქედან ჩანს მათი ბუნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კიდევ კარგი ეს ადამიანები: სააკაშვილი, გვარამია, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ხაბეიშვილი და ა.შ. არ არიან ხელისუფლებაში. ქვეყანაში დღეს იდგებოდა რუსული ტანკები . მათ რომ მოეხერხებინათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, 2021 წელს 43% რომ არ გადაგველახა, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა მათმა „პრიგოჟინისტულმა“ დამოკიდებულებამ იმ დღეს, როდესაც ეს პროცესები ვითარდებოდა რუსეთის ფედერაციაში. კიდევ კარგი ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)