|
2023-06-27 17:34:21, 940 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - შთამბეჭდავი ნახტომი გლობალური გამჭვირვალობის ანგარიშში, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ, კანდიდატ ქვეყნებს და დგას წამყვან ქვეყნებთან
ეს და სხვა რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს. „შთამბეჭდავი ნახტომი საქართველოსთვის გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშში! საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს და დგას წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. ანგარიში ეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს, საერთაშორისო კრიტერიუმების გამოყენებით ზომავს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს და სხვა რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)