02:12 - 27 Jul, 2026
|
2023-06-27 17:23:50, 868 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მსჯავრდებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, არ მგონია, სააკაშვილის როლი პოლიტიკაში რამე დადებითს მოიტანს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულმა სააკაშვილმა, პირველ რიგში, სასჯელი უნდა მოხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული. პაპუაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის როლი პოლიტიკაში დადებითის მომტანი ვერ იქნება. „ვფიქრობ, მსჯავრდებულმა, უპირველეს ყოვლისა, სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, მათ შორის სასჯელსა და მონანიებაზე. არ მგონია, მისი როლი, მათ შორის პოლიტიკაში, რაიმე დადებითს მოიტანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)