|
2023-06-27 14:49:32, 896 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე უმრავლესობას - დღეს თქვენ ჩააგდებთ სებ-ის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ამით ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პარალიზებას ახდენთ
დღეს კენჭისყრისას ჩვენ გავხდებით მოწმე კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯის, რომელსაც გადადგამს „ქართული ოცნება". დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ორ კვალიფიცირებულ, პროფესიონალ ადამიანს. ჩააგდებთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებს თქვენს მიერ დაწესებულ მთავარ კრიტერიუმებს, ესაა მორჩილება უპირველეს ყოვლისა",- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას. გოცირიძის თქმით, 5 თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს ორ წევრს ვადა ამოეწურება, ეროვნულ საბჭოში 5 წევრი დარჩება. „ხუთივე „ქართული ოცნების" სკოლაგავლილია და ეროვნული საბჭო გახდება ფიქცია. ვინაიდან იმ ორ კანდიდატურას, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს, თქვენ ჩააგდებთ, ამით ახდენთ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის პარალიზებას, ძირს უთხრით მის დამოუკიდებლობას. დიდი ალბათობით შეჩერდება სავალუტო ფონდის პროგრამა. ამაზე ვინ აგებს პასუხს ეს უნდა მოგვახსენოთ დღეს", - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)