|
2023-06-26 19:37:54, 818 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ, თუ როგორ შესრულდა თორმეტივე რეკომენდაცია, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ამაზეც გავცემთ პასუხს
ჩვენ არსებითად პასუხისმგებელი ვიყავით კანონების მიღებაზე და ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული. შესაბამისად, დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა თორმეტივე რეკომენდაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 12 რეკომენდაციის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, თორმეტივე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. „რეალურად თორმეტივე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს დამატებით, ამაზეც გავცემთ პასუხს და გვექნება რა თქმა უნდა მსჯელობა და საუბარი, მაგრამ თორმეტივე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. მათ შორის, სასამართლოს რეფორმის პუნქტიც არის პრინციპულად შესრულებული. კანონი მივიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რაც გავაკეთეთ 12 პუნქტის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)