18:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 15:46:42, 730 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - პრიგოჟინსა და პუტინს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა რუსული სპექტაკლის მხოლოდ პირველი აქტია

რუსეთის უკრაინაში შეჭრას რუსეთის ხელმძღვანელობისთვის დამანგრეველი შედეგები მოაქვს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ანალენა ბერბოკი გამოეხმაურა, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა "რუსული სპექტაკლის მხოლოდ პირველი აქტი" იყო და ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

"ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული ომის დამანგრეველ შედეგებს პუტინის ძალაუფლების სისტემაზე. ის სულ უფრო და უფრო თვითდესტრუქციული ხდება. ასევე, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში", - განაცხადა ბერბოკმა. 

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.

აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics