03:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 14:19:19, 759 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - როდესაც გეოპოლიტიკურად რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა, „ოცნებამ“ უუნარობა გამოაჩინა

დღევანდელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს.

ბეჟაშვილის თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეროვნული უსაფრთხოების გეგმა და სტრატეგია არ აქვს.

“ქართული ოცნების“ მთავრობას არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების გეგმა და სტრატეგია. ბოლო დღეების განმავლობაში ეს კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკურად ჩვენს რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა, „ქართულმა ოცნებამ“ უსუსურობა და უუნარობა გამოაჩინა კვლავ. მიგრაციასთან მიმართებაში არ აქვს ხედვა, უსაფრთხოების სისტემებთან მიმართებაში არ აქვთ ხედვა. შესაბამისად, დღევანდელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics