|
2023-06-24 19:46:44, 822 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დასრულდა
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დასრულდა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ თელავის ადგილობრივ ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს; ახმეტის ორგანიზაციას - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური; ყვარლის ორგანიზაციას - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი; ლაგოდეხის ორგანიზაციას - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე (ბაჩო) ხაჩიძე; გურჯაანის ორგანიზაციას - გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი; დედოფლისწყაროს ორგანიზაციას - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი; სიღნაღის ორგანიზაციას - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი; საგარეჯოს ორგანიზაციას - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი. „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, თბილისში",- ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)