18:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 14:14:31, 888 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - ევროპელი ლიდერები ვაკვირდებით რუსეთში ვითარებას, უკრაინისადმი მხარდაჭერა ურყევია

ევროპელ ლიდერებთან და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რუსეთში არსებულ ვითარებას,- აღნიშნულის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე წერს.

მიშელის თქმით, პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინისა და ზელენსკისადმი ურყევია.

"ევროპელ ლიდერებთან და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რუსეთში არსებულ ვითარებას.

ეს აშკარად რუსეთის შიდა საკითხია.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და ზელენსკისადმი არის ურყევი",- წერს მიშელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.

აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვის ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics