|
2023-06-23 18:42:47, 994 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ შეასრულებს ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნება დაწესებული
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა მაგალითად მოლდოვის ხელისუფლებამ, მან უნდა განაცხადოს მკაფიოდ, რომ შეასრულებს ყველა სანქციას, რომელიც დაწესებული იქნება ევროკავშირის მიერ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა. როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის მოთხოვნები, რასაც მისგან ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის სანქციების მიმართულებით. "ჩვენ ყველანი ვხედავთ სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც რუსული არმიის მიერ სამხედრო დანიშნულების საქონელის ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიღებას ეხება. ახლა ბევრი მონაცემია, რომელიც ადასტურებს, რომ პირდაპირი ექსპორტი რუსეთში შემცირდა 60-70 პროცენტით, მაგრამ პარალელურად, ზუსტად ამდენითვე გაიზარდა ექსპორტი მესამე ქვეყნებში. მე არ ვიცნობ მონაცემებს საქართველოს შემთხვევაში, მაგრამ ბევრი დამოუკიდებელი ორგანიზაციის კვლევით დასტურდება, რომ პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთში და შესაძლოა საქართველოშიც და ამ ექსპორტის ზრდა არის ასობით პროცენტით. ნათელია, რომ ეს დაკავშირებულია რუსეთის ომთან უკრაინის წინააღმდეგ და ეს უნდა შევაჩეროთ. როგორ მოხდება ეს, იქნება თუ არა სანქციები მესამე ქვეყნებისთვის, ამას მომავალში ვიხილავთ. ახლა ევროკავშირში საინტერესო მოვლენები ვითარდება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა მაგალითად მოლდოვის ხელისუფლებამ. მან უნდა განაცხადოს მკაფიოდ, რომ შეასრულებს ყველა სანქციას, რომელიც დაწესებული იქნება ევროკავშირის მიერ. ეს არის ის, რაც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, რათა მათი პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის პოლიტიკას, მათ შორის სანქციების მიმართულებით", - განაცხადა კუბილიუსმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)