|
2023-06-22 20:45:07, 686 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება
„პაციენტის ინტერესების დასაცავად და საჩივარზე დროული რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მომხდარ ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა“, - განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, დაუყოვნებლივი შემოწმების დროს, რეგულირების სააგენტოს, კლინიკაში, რეალური სურათი ხვდება, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დრო კი არსებული მდგომარეობის გამოსწორების საშუალებას იძლევა და რევიზია-კონტროლის ჯგუფს აბსოლუტურად შეცვლილი სურათი ხვდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი სწორედ ამ რისკის დაზღვევა და სამედიცინო დაწესებულებებში რეალურად არსებული მდგომარეობის შემოწმებაა. „კანონპროექტში არის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი - სისტემური დარღვევების შემთხვევაში, კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება, რომელიც უფრო მოქნილს გახდის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების შორის ურთიერთობას. ესეც მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და როგორც კი კლინიკა გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევებს, სამინისტრო მისცემს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. დღეს, კანონში მხოლოდ ლიცენზიის გაუქმების მექანიზმია, რომლის აღდგენა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია“ - განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა. მისივე განცხადებით, ახალი კანონპროექტის მომზადების პროცესში, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ფარმაცევტულ სექტორთან, რომელსაც ასევე შეეხება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები. „მნიშვნელოვანია, სამედიცინო დაწესებულებები იყოს შესაბამისად აღჭურვილი და აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებს შესთავაზებს“.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)