|
2023-06-22 19:26:01, 764 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე „ოცნებაზე“ - მათი მიზანი არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან მათთვის ეს ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს
“ქართული ოცნების” ტყუილი, რომ ისინი თითქოს 12 პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ არაერთხელ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოლოდინი, რომ ხელისუფლება 12 პუნქტიან გეგმას შეასრულებს მას არ აქვს. “ქართული ოცნების” ტყუილი, რომ ისინი თითქოს 12 პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ არაერთხელ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე, სადაც პირდაპირ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, რომ ცხრა ძირითადი პუნქტი არ სრულდება და ის, რომ მთლიანად პასუხისმგებლობა ამაზე აქვს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ამიტომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მოლოდინი იმის, რომ ხელისუფლება შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას, მე არ მაქვს, რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება მათ იციან რას ნიშნავს - ძალაუფლების დაკარგვას.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)