|
2023-06-22 14:08:20, 816 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიამ რაც შეიძლება ჩქარა მომინახულოს
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივე პრობლემურია, როგორც არასდროს და დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიამ (რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებისგან) რაც შეიძლება ჩქარა მომინახულოს და დაადასტუროს ეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Twitter-ზე წერს. სააკაშვილის თქმით, მისი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. "ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივე პრობლემურია, როგორც არასდროს და მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიამ (რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებისგან) რაც შეიძლება ჩქარა მომინახულოს და დაადასტუროს ეს. საქართველოს მთავრობა უკვე 4 თვეა ხელოვნურ ბარიერებს ქმნის. მე მიჭირს სიარული. დავკარგე სხეულის წონის 50%-ზე მეტი და კვლავ ვაგრძელებ მის კარგვას. მიუარესდება ნევროლოგიური მდგომარეობა და სერიოზულად მიზიანდება მხედველობა. დავკარგე თმის დიდი ნაწილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია არ გამოვხატო, როცა საქართველოს მთავრობას უნდა რომ გამაჩუმოს. რა თქმა უნდა, ჩემი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამიყვანენ. ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა ეთქვა, რომ ჩემი ადვოკატების დახმარებით რამდენიმე "ტვიტისა" და "ფეისბუკ-პოსტის" გამოქვეყნების შემდეგ, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. მათ გაანადგურეს ჩემი ჯანმრთელობა და ახლა უნდათ, რომ ფიქრი ამიკრძალონ",- წერს სააკაშვილი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)