|
2023-06-21 12:23:32, 783 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს
„ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხზე კითხვა საქართველოს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებსაც აქვთ, თუმცა ის უკვე დახურულია. „ეს კითხვა სხვათაშორის მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება" არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების" კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს",- განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. 9 მარტს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს გამართულ აქციები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს. მანამდე კი, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)