|
2023-06-21 11:41:15, 691 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023-ის" ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კიბერუსაფრთხოების სფეროში. „ფორუმის განმავლობაში დეტალურად გავეცნობით როგორც საქართველოს უწყებების საქმიანობას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. წარმატებას ვუსურვებ ფორუმის მონაწილეებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი კონფერენციები და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო კიბერუსაფრთხოების სფეროში“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)