|
2023-06-20 18:43:28, 1002 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - უკრაინამ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს
უკრაინამ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს - ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ავრცელებს. როგორც გონჩარენკო აღნიშნავს, სადეპუტატო მოთხოვნაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო პასუხი, რომ საკითხი განსახილველად არის წარდგენილი სახელმწიფო სანქციების პოლიტიკის განხორციელების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ. "ჩემი მოთხოვნის პასუხად, სადაც მოვუწოდებდი ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესებას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიპასუხა, რომ ეს საკითხი განსახილველად იქნა წარდგენილი სახელმწიფო სანქციების პოლიტიკის განხორციელების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ მინდა შეგახსენოთ - ვინ არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. პირველი არის ქართველი პრორუსი ოლიგარქი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, მაგრამ დღემდე ითვლება „საქართველოს არაფორმალურ მმართველად“. მას მჭიდრო კავშირი აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, აქტიურად ეწევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხს. მეორე კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია. კობახიძე თანმიმდევრულად ავრცელებს რუსულ ნარატივებს, მაგალითად, უკრაინის ომს უწოდებს „მაიდანის შედეგს“, დადებითად საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ეს ადამიანები ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლით და საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, ამიტომ მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება აუცილებელი ნაბიჯია", - წერს გონჩარენკო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)