19:37 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 22:46:33, 1218 ნახვა

მსოფლიო
ბენ ჰოჯესი - ნატო გაძლიერდება იმ დღიდან, როცა უკრაინა ჩვენს ალიანსს შეუერთდება

ნატო გაძლიერდება იმ დღიდან, როცა უკრაინა ჩვენს ალიანსს შეუერთდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

როგორც ჰოჯესმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც უკრაინა შეუერთდება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს შეუერთდება, მთელი ევროპა უფრო დაცული იქნება.

"იმედი მაქვს, რომ უკრაინა ძალიან მალე გახდება ნატოს წევრი. ნატოგაძლიერდება იმ დღიდან, როცა უკრაინა შეუერთდება ჩვენს ალიანსს. ისე როგორც გავძლიერდით, როცა ფინეთი შემოგვიერთდა. როცა შვედეთი შემოგვიერთდება, მაშინაც გავძლიერდებით და იმედი მაქვს, რომ ესეც მალე მოხდება. მთელი ევროპა იქნება უფრო დაცული, მას შემდეგ რაც უკრაინა შეუერთდება ნატოს. ზუსტად არ ვიცი, ვილნიუსში რა შედეგები დადგება. ოფიციალური მოწვევა არ იქნება - ალიანსის წევრი ბევრი ქვეყანა ამისთვის ჯერ მზად არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და კონკრეტული იქნება ვიდრე დაპირება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მოვისმინეთ რამდენიმე წლის წინ... ვნახავთ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics