10:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 17:45:00, 1400 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენის განცხადებით, ჩინეთმა დაარწმუნა აშშ, რომ რუსეთს ლეტალური იარაღით არ დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთმა დაარწმუნა აშშ, რომ პეკინს არ გაუგზავნია და არ აპირებს გაუგზავნოს რუსეთის ფედერაციას ლეტალური იარაღი.

ბლინკენის თქმით, ამას, შესაძლოა, კერძო ჩინური კომპანიები აკეთებდნენ.

სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, "იყოს ფხიზლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით".

"ჩვენ მუდმივად შეშფოთებული ვართ ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, აწვდიდნენ ტექნოლოგიას, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს უკრაინაში თავისი აგრესიის წინსვლისთვის. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ ჩინეთის მთავრობას, რომ იყოს ძალიან ფხიზლად ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში  ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ განგს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics