|
2023-06-18 13:01:38, 963 ნახვა
პოლიტიკა
ეპისკოპოსი მხარს უჭერს ჯაფარიძეზე თავდასხმას და მოძალადის მხარესაა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ 17 ივნისს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა გაამართლა და თავდამსხმელს მხარი დაუჭირა. "მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩს), რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს ნეოლიბერალური” ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ეპისკოპოსმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)