09:57 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 18:17:44, 1094 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტების ნაწილზე თავდასხმას გამოეხმაურა, რომლებიც ირაკლი კობახიძისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი "პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია"

"წარმოუდგენელი და გაუგონარი ამბები ხდება. დღეს ვნახეთ, რომ არასრულწლოვნებს რუსული პარტიის ზონდერები დაესხნენ თავს. საუბარია 16-17 წლის ახალგზრდებზე, რომლებსაც ე.წ. ორკები მიუვარდნენ გაუგონარი ძალადობით, ქვების სროლით.

ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტი, რომელიც გადააქციეს კრიმინალური გარჩევის ადგილად. რუსულმა ოცნებამ პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ზონდერების თავშეყრის ადგილად", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა და "ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტება სურდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, როდესაც ბანერის გაშლა სურდათ 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან წაართვეს ბანერი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე კიბიდან დააგორეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics