09:57 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 13:29:07, 1149 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - „გირჩი - მეტი თავისუფლებაზე“ თავდასხმა გვეხება ყველას, ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ბანაკში მობილიზებული ჯგუფის თავდასხმებს გამოეხმაურა. 

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, "გირჩი - მეტი თავისუფლებაზე" თავდასხმა ყველას ეხება, აქედან გამომდინრე ის მოუწოდებს საზოგადოებას, ვისაც შეუძლია ბორჯომში ჩასვლა ჩავიდეს და დაუდგნენ ბავშვებს გვერდით, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან.

"გირჩი - მეტი თავისუფლებაზე თავდასხმა ყველას გვეხება. პოლიციის ძახილი აბსურდია. ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში და გვერდში დავუდგეთ ბავშვებს. არავინ არ დატოვებს მათ მარტო", - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.

ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლების" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.

როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics