|
2023-06-16 13:59:22, 1256 ნახვა
პოლიტიკა
საოკუპაციო რეჟიმმა 2023 წლის მაისში ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო 49 ადამიანი დააკავა
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ცნობით, მხოლოდ 2023 წლის მაისში ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 49 "კანონდამრღვევი" დააკავეს. მათი ცნობით, დაკავებულთაგან 10-მა ადამიანმა "სახელმწიფო საზღვარი", ხოლო 39-მა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვია. "2023 წლის მაისში "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო ზონაში 49 "კანონდამრღვევი" დააკავეს, მათგან 10 - სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევი, 39 კი სასაზღვრო რეჟიმის. "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის კგბ-ს საზღვრის დაცვის სამსახური აცნობებს რესპუბლიკის მოქალაქეებს და სტუმრებს, რომლებიც რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ქონის (პასპორტის, ID ბარათის, მცირეწლოვნებისთვის დაბადების მოწმობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - საზღვრის კვეთის უფლების) აუცილებლობაზე",- აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, 18 უკანონოდ დაკავებული დაჯარიმდა, 3 ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიიდან "გააძევეს", 21 უკანონოდ დაკავებული სიტყვიერად გააფრთხილეს, ხოლო 2 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 5 დაკავებულის შემთხვევაში დე ფაქტო უწყებას გადაწყვეტილება არ მიუღია. ცნობისთვის, უკანონო დაკავების ბოლო ფაქტი, 7 ივნისს დაფიქსირდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ დააკავეს. ამასთან, დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ცნობით, მხოლოდ 2023 წლის მაისში ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 45 "კანონდამრღვევი" დააკავეს
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)