|
2023-06-15 23:47:47, 954 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი თავის საქმეს გააკეთებს და სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის
იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი თავის საქმეს გააკეთებს და სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. როგორც იუკნევიჩიენე აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ბერკეტები, რომლითაც ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, თუმცა "ამისთვის საკმარისი დღემდე არ გაუკეთებია". "მჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ბერკეტები და ბევრის შეცვლა შეუძლია. მას შეუძლია, გახდეს საზოგადოების იმ ნაწილის ლიდერი, რომელსაც სიტუაცის შეცვლა და ევროკავშირის წევრობა სურს. მე ვხედავ მას, როგორც ლიდერს, თუმცა ამისთვის საკმარისი დღემდე არ გაუკეთებია. მან გასულ კვირას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სამხრეთ კავკასიის ჯგუფთან გააკეთა განცხადება და ახსენა მიხეილ სააკაშვილი. მან გაიხსენა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეზოლუციაც. სალომე ზურაბიშვილმა ახსენა ნიკა გვარამია და წინ წამოსწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ხშირად გველაპარაკება. ვიცით, რომ პარლამენტის უმრავლესობამ კენჭი უყარა ამ რეზოლუციებს. ასევე, ვიცით, რომ თქვენს ქვეყანაში მყოფ, ევროკავშირის მიერ აკრედიტებული ბევრ ელჩს საქართველოს მთავრობასთან იგივე გზავნილები აქვს. მე მაინც მაქვს იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი გააკეთებს თავის საქმეს და შეცვლის სიტუაციას უკეთესობისკენ'', - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)