|
2023-06-15 18:30:57, 1280 ნახვა
ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე - 2023 წელსაც აჭარაში მოგზაურების მზარდი დინამიკა ფიქსირდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას ტურიზმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში უპრეცედენტოა. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2022 წელს აჭარაში 4 მილიონი ვიზიტი განხორციელდა. 2023 წელს აჭარა კიდევ უფრო წარმატებული სეზონისთვის მოემზადა. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. „როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის ნაკადებზე, მათ შორის ტურიზმის დივერსიფიცირებაზე, მინდა აღვნიშნო, რომ ყველგან, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის მიზნობრივ მარკეტინგულ პროგრამებს და აქტივობებს, არის ყველა ის ქვეყანა, ევროპული სახელმწიფოები, საიდანაც ეხლაც და მომავალშიც გვინდა ბევრი ტურისტი გვყავდეს. აღიარებებიც გვაქვს ევროპული დიაპაზონიდან, ევროპული გამოფენებიდან და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. 2025 წლისთვის, მთავრობის წინაშე დასმული ამოცანა გახლავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის მილიარდიანი ნიშნული, და ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტურიზმის თანმიმდევრულ ზრდას, შესაბამისად 2025 წლისთვის გეგმა გახლავთ 6 მილიონი ვიზიტორი აჭარაში," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას. ბათუმმა, აჭარამ თავი დაიმკვიდრა როგორც საერთაშორისო სწრაფად მზარდმა ტურისტულმა, საინვესტიციო, ბიზნეს მიმართულებამ. ასევე, არაერთმა წამყვანმა მედია პლატფორმამ ბათუმი, აჭარა საუკეთესო ტურისტული მიმართულების ტოპ 10-ში შეიყვანა. წელს, ქალაქის სავიზიტო ბარათმა, ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. საერთაშორისო დაჯილდოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში გაიმართა. წელს, პირველად ბათუმი World Trawel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურ-სააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 20-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარებს ტურისტული პროდუქტების და ინფრასტრუქტურის განვითარება.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)