|
2023-06-15 17:03:42, 1043 ნახვა
პოლიტიკა
არახამია გვარამიას შეწყალებაზე - პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხია და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს
ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა, ეს საკითხი პოლიტიკაზე მაღლა მდგომია და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს,- ასე ეხმაურება უკრაინის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას. არახამიას თქმით, საქართველოში ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ. "დღეს ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. ჩემი შეფასებით, მას კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის წინაშე დგას. ამ ჩამონათვალში უმთავრესი წინაღობა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტითვის, ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთაა. თუ საქართველოს სურს, ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, თავისთავად, უმთავრესი ფუნდამენტი თავისუფალი სიტყვის დაცვა უნდა იყოს. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა. ეს არის პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ. ქ-ნი პრეზიდენტის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა",- წერს არახამია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Украинская правда-სთან ინტერვიუში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ვინმეს ზეწოლის ქვეშ შეწყალება. პრეზიდენტის თქმით, იმოქმედებს, მაშინ როდესაც გადაწყვეტს, შეიწყალოს თუ არა ნიკა გვარამია.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)