|
2023-06-15 14:08:10, 656 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უკრაინას ელჩი დღემდე არ ჰყავს საქართველოში დანიშნული, მაშინ, როდესაც ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევიათ ელჩი
დღემდე, უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს დანიშნული, მაშინ, როდესაც ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევიათ ელჩი. აქ, რა თქმა უნდა, ჩანს გლობალური ომის პარტიის გავლენები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა, საქართველოში მღელვარების გამოწვევისკენ იყო მიმართული. "როდესაც ელჩი გამოიწვიეს აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით გაუგებარ დროს, მაშინაც გლობალური ომის პარტიის გათვლა იყო, რომ ზელენსკის ეს ფადაწყვეტილებასაქართველოში გამოიწვევდა ვნებათაღელვას , თუმცა, რეალურად ეს ასე არ მოხდა. გაუგებარი მიზეზების გამო, დღემდე არ არის ელჩი საქართველოში, ასეთ დროს, ძალიან ბევრი რამის ახსნა არის ძალიან რთული", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. კობახიძის თქმით, უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან "მეორე ფრონტის" გახსნისკენ მოწოდებებიც ისმის, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. "გაგახსენებთ, რომ ჩვენ გვესმის მეორე ფრონტისკენ მოწოდებები და ამას აკეთებს არა ვიღაც რიგითი უკრაინელი პარლამენტარი, ამას აკეთებს უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც არის მესამე-მეოთხე კაცი უკრაინის ხელისუფლებაში, ამას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი - პოდოლიაკმა გააკეთა ეს განცხადება. თან მოგიწოდებენ მეორე ფრონტისკენ, თან გაიწვიეს ელჩი, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევისკენ იყო მიმართული, თან არ აგზავნიან მოწვევებს - ეს აბსოლუტურად გაუგებარია და ბუნებრივია, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ ვრჩებით უკრაინელი ხალხის, ამ ქვეყნის ერთგული, ჩვენ ვართ იმ იდეის ერთგული, რასაც ჰქვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)