|
2023-06-14 16:31:15, 740 ნახვა
პოლიტიკა
EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოს ხელისუფლება საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების პროცესში დაბრკოლებად იქცა
საქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან დაახლოების პროცესში, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტმა, ზიგფრიდ მურეშანმა განაცხადა. როგორც მურეშანმა აღნიშნა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც მათ ევროკავშირისგან მიეცათ. "საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება პროგრესზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიაღწევს. თუმცა, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ წელს საქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან დაახლოების პროცესში. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის შემოტანა, რომელიც საბედნიეროდ გაწვეულ იქნა, იწვევს ნდობის დაკარგვას ევროპული ინსტიტუტების თვალში და ერთხელ დაკარგული ნდობის აღდგენა საკმაოდ რთულია. ამიტომ, მე არ დავიწყებ სპეკულირებას იმის შესახებ, რამდენად შესაძლებელია წელს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. საქართველოს ხელისუფლების წევრებმა კარგად იციან წესები, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დაიცავენ ისინი ამ წესებს თუ დაარღვევენ", - განაცხადა მურეშანმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)