|
2023-06-14 14:27:29, 1061 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის დელეგაცია - მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, სჯობს არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი
ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს - სჯობს, არ მიიღოთ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. "ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. სჯობს, არ მიიღოთ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა",- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს, გუშინ, 13 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მანამდე კი, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)