13:00 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 13:04:15, 911 ნახვა

პოლიტიკა
კირკიტაძე უმრავლესობას - თუ გსურთ ევროპულ გზაზე გვქონდეს პროგრესი, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ

თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ევროკავშირში არ არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ერთობლივად ყველამ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ,  ევროპული კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენ ვართ მართლა ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი", - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics